• +995 322 19 44 45
  • info.creditebi@gmail.com

საკრედიტო ანალიტიკური ცენტრი

კრედიტ ინფო თბილისის სერვისებით სარგებლობისას საშუალება გეძლევათ განსაზღვროთ იურიდიული თუ ფიზიკური პირის ფინანსური მდგომარეობა, სანდოობისა და სტაბილურობის ხარისხი.

ჩვენი ვეხმარებით ბიზნესს კრედიტის მართვაში.

სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ჩამოყალიბდა ჩვენი საკრედიტო ანალიტიკის ცენტრი,


საქართველოში ბანკების მიერ გაცემული სესხების თითქმის 10% პრობლემურია. მოვალეთა რეესტრში დღეისთვის ასი ათასზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირია.მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზის მიხედვით, სადაც 124 ქვეყნის პრობლემურ სესხებზეა ინფორმაცია, საქართველო 52-ე ადგილზეა, რაც საშუალოზე ოდნავ უკეთესი მაჩვენებლია; შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრობლემური სესხების ასეთი მცირე წილი ბანკების მიერ გაცემული სესხების მთლიან რაოდენობაში იმით არის გამოწვეული, რომ მათი რეალური რაოდენობა, რომელიც უკვე შემაშფოთებლად მაღალია, არაოფიციალურ ბაზარზე კერძო მევახშეებისგან არის აღებული;

პრობლემური სესხების რაოდენობის ზრდას იწვევს:

1) მაკროეკონომიკური ფაქტორები (ეკონომიკური ზრდა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, სიღარიბის დონე და შემოსავლების უთანასწორობა),

2) ბიზნეს სექტორის სპეციფიკა (რისკების არაადეკვატური შეფასება და რისკების მართვის არცოდნა)

3) მსესხებლის არაინფორმირებულობა, ჭარბი ვალი (ვალის აღება სხვა ვალის დააფარად), არაადეკვატური ჯარიმები და დაუბალანსებელი სააღსრულებო კანონმდებლობა; მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო სესხზე საშუალო საპროცენტო განაკვეთის სიდიდით მსოფლიოში მეთერთმეტე , პოსტს - საბჭოთა ქვეყნებში მეორე, ხოლო კავკასიაში პირველ ადგილზეა;

ჩატარდა კვლევა იმის გამოსავლენად, თუ რა უბიძგებს ადამინებს ისეთი სესხების აღებისენ, რომელთა დიდი ნაწილის გასტუმრეას ვერ ახერხებენ.


რა არის მიკრო საფინანსო ორგანიზაცია?


ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილავენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ჩვენს ქვეყანაში რთულად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონია შეხება ამ ორგანიზაციებთან. ყოველდღე ვხვდებით მათ თბილისის ყველა უბანში, ვიღებთ ესემესებს, ვხედავთ რეკლამებს ტელევიზიასა თუ ონლაინ სივრცეში, სადაც მუდმივად გვთავაზობენ სესხს და ეს ყველაფერი იმდენად ორგანული გახდა, რომ ამ კომპანიების გარეშე ვეღარც კი წარმოგვიდგენია ფინანსური სექტორი. მაგრამ ალბათ, ცოტამ თუ იცის, იურიდიულად რას ნიშნავს მიკროსაფნანსო ორგანიზაცია და რა ვალდებულებები გააჩნია მას.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის კერძო სამართლის იურიდიული პირი. იგი შეიძლება დაფუძნდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა (შპს) და სააქციო საზოგადოების (სს) სახით . იგი მხოლოდ მაშინ იძენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსს , როცა აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.



მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებლებებია:

  • აწარმოოს გამჭვირვალე და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვას საჯაროობის პრინციპი, მისი ფინანსური მდგომარეობა უნდა იყს საჯარო , რათა პრობლემა არ შეექმნათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორებს.
  • შეიმუშაოს და განახორციელოს შიდაკონტროლის სისტემა.
  • ყოველწლიუად მოიწვიოს გარე აუდიტი შემოწმების ჩასატარებლად.
  • აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება
  • ბეჭდვით ორგანოში ყოველწლიურად გამოაქვეყნოს ფინანსური ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა.
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50000 (ორმოცდაათი ათას) ლარი.


ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას კონფიდენციაობა საკუთარი კრედიტორების შესახებ. მას უფლება აქვს მსესხებლის შესახებ ინფორმაცია გასცეს მხოლოდ მსესხებელთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან.



მიკროსესხის გაცემის პირობები :

  • 1. მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
  • 2. სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო.
  • 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია განახორციელოს კონტროლი მსესხებლის მიერ კრედიტის გამოყენების მიზნობრიობაზე, ხოლო მსესხებელი ვალდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოს ასეთი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობით.