• +995 322 19 44 45
  • info.creditebi@gmail.com

პრობლემური აქტივების დამუშავება

საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ პრობლემური ვალის მართვის ან თავიდან მოშორების მიზნით , ქვეყანაში ხშირად იყენებენ აქტივების მართვის კომპანიებს. ეს კომპანიები ახდენენ ბანკების ბალანსზე არსებული სესხების შესყიდვას, აქტივების რეალიზაციას, ან კორპორატიული ვალების რესტრუქტურიზაციას.

მსოფლიოს ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი პრობლემური სესხები გახდა. 2008 წლის ომის და მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის შემდეგ უზრუნველყოფილი საკუთრების გაყიდვა ბანკების და სხვა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტიტუტების მიერ ფართოდ გავრცელდა.



კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან თითოეულ სესხს ხუთიდან ერთ – ერთი კატეგორია მიანიჭონ :

  • 1. სტანდარტული სესხი
  • 2. საყურადღებო სესხი
  • 3. არასტანდარტული სესხი
  • 4. საეჭვო სესხი
  • 5. უიმედო სესხი


პრობლემური სესხების გამომწვევი მიზეზები:

  • 1. შენელებული ეკონომიკური ზრდა ( და უმუშევრობა)
  • 2. ნომინალური ეფექტური კურსი
  • 3. სიღარიბის დონე და სოციალური უთანასწრობა.

საქართელოში ბიზნეს სექტორის სისუსტე ორი მიზეზის გამო უწყობს ხელს პრობლემური სესხები რაოდენობის ზრდას:

  • 1. რისკების არარეალისტური შეფასება
  • 2. რისკების მართვის არცოდნა.

თბილისში გამოკითხულთა:

40%-მა სესხი ოჯახის წევრის ციხიდან თავდებით გამოსაყვანად აიღო,
30%-მა მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად,
20%-მა ბიზნესის ოპერაციეისთვის (ან დასაწყებად), ხოლო 10%-მა ოჯახის წევრის ან ნათესავის საზღვარგარეთ გასაშვებად. გამოკითხვამ განსხვავებული სურათი გვიჩვენა ქუთაისში, სადაც გამოკითხულთა უმავლესობა (80%-მდე) სესხს ბიზნესისთვის ხოლო დანარჩენი სამკურნალოდ იღებს.



აქტივის დამუშავების პროცესი

  • ⚫ Pre-Collection ყველაზე მასიური ქმედება – SMS, E-mail შეტყობინება

  • ⚫ Soft-Collection კლიენტთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარის მეშვეობით

  • ⚫ Hard-Collection კლიენტთან უშუალო კომუნიკაცია, მისამართზე გასვლა

  • ⚫ Legal-Collection გამარტივებული და სასამართლო წარმოება, აღსრულება


აქტივის დამუშავების სამოქმედო გეგმა რომელიც მკაცრად არის დაცული მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • 1. მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება პრობლემურ აქტივის შესახებ
  • 2. SMS, E-mail შეტყობინება
  • 3. მომხმარებელთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარის ან მისამართზე გასვლის მეშვეობით
  • 4. გამარტივებული და სასამართლო წარმოება, იძულებითი აღსრულების ჩათვლით

მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება პრობლემურ აქტივის შესახებ

მოვალის შესახებ ისტორიის მისი შესაძლებლობისა და არსებული ქონების შესწავლა უკონტაქტო მოვალის შესახებ ინფორმაციის, მისი ადგილსამყოფელის მისამართის, ტელეფონის, მასთან დაკავშირებული პირების მოძიება მოვალის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით.

SMS, E-mail შეტყობინება

მოვალის ისტორიაში არსებული საკონტაქტო მობილურის და ელექტრონული ფოსტაზე სრული, ზუსტი და ეფექტური შეტყობინების მიწოდება მოვალის არსებული ვალდებულების შესახებ


მომხმარებელთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარის ან მისამართზე გასვლის მეშვეობით

ერთ–ერთი ეფექტური მეთოდი აქტივის დამუშავება, ამოღების პროცესში არის მოვალესთან პირდაპირი კომუნიკაცია სატელეფონო ზარისა და მოვალის, ან მისი საკონტაქტო პირის ადგილსამყოველის მისამართზე კრედიტ ოფიცერის მიერ ადგილზე გასვლისა და ინფორმირება მოლაპარაკების მეშვეობით.
შედეგად ხშირ შემთხვევაში აქტიური, ხანდაზმული ან უიმედო აქტივზეც კი ხორციელდება სრულფასოვანი ფორმით შეთანხმების მიღწევა


გამარტივებული და სასამართლო წარმოება, აღსრულების ჩათვლით

გამარტივებული წარმოება -რეალური შესაძლებლობაა  ფულადი ვალდებულების  შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავა სასამართლო პროცედურების გარეშე,  სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მოაგვაროთ. მომსახურების მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარმოებაში მიღების შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო უშუალოდ გადასცემს შემტყობინებას მოვალე მხარეს.შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში რესპონდენტს შეუძლია განახორციელოს ერთ-ერთი მოქმედება სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება; 1)დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; 2)განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; 3)წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; 4)წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; 5) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. მორიგების ფარგლებში, მხარეებს აქვთ რეალური შესაძლებლობა შეთანხმდნენ გადახდის ვადაზე და/ან გადასახდელის თანხის ოდენობაზე. მათ ამაში მედიაციაში სპეციალიზირებული პროფესიონალები - აღსრულების ეროვნული ბიუროს ქეის-მენეჯერები დაეხმარებიან. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი გამარტივებული წარმოების მოდიფიცირებული მომსახურება მხარეებს საშუალებას აძლევს დავა სასამართლოსთან შედარებით სწრაფად და ეფექტურად, ნაკლები დანახარჯებით მოაგვარონ.

სასამართლო წარმოება

იმ შემთხვევაში თუ მოვალეს სესხის გაცემის ხელშეკრულებაში მითითებული აქვს განსჯადობა , მაშინ კრეფიტ ინფო თბილისი მოქმედებს სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად. მაგალითად, თუ სასესხო ხელშეკრულებაში მითითებულია არბიტრაჟი , კონკრეტულ შემთხვევაში დავას ვაწარმოებთ არბიტრაჟში. თუ უფლების სასამართლო წესით დაცვა გარდავაუვალია, ამ შემთხვევაში „კრედიტ ინფო თბილისი“ მიმართავს სასამართლოს.


აღსრულება -სააღსრულებო წარმოების ეტაპები:

  • ა) აღსრულების დაწყება;
  • ბ) ქონებაზე ყადაღის დადება;
  • გ) აუქციონის ჩატარება;
  • დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.

აღმასრულებელს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა, ასევე სახელმწიფო ორგანოებს და საბანკო დაწესებულებებს მოთხოვოს ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, საბანკო ანგარიშების და მათზე დარიცხული თანხის შესახებ, სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. მოვალე ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში წარუდგინოს ქონებრივი ნუსხა. თუ იგი ამ ვადაში არ წარუდგენს ქონების ნუსხას, ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი - მუხლი 3771. აღმასრულებლისათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა. მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებისათვის დადგენილი ვადა არის 7 დღე.ყადაღადადებულ ნივთებს აღმასრულებელი საჯაროდ ყიდის აუქციონზე. როდესაც აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა მეტია კრედიტორის მოთხოვნაზე და იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემის შემდეგ წარმოებაშია მიღებული სხვა სააღსრულებო ფურცელი, დარჩენილი თანხა აღარ უბრუნდება მოვალეს და მას აღმასრულებელი ყადაღას ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ, სხვა შემთხვევაში, დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს.


  • 45%

    Soft-Collection

    დამუშავებული აქტივების
    რაოდენობა Soft-Collection სტადიაზე

  • 86%

    Hard-Collection

    დამუშავებული აქტივების
    რაოდენობა Hard-Collection სტადიაზე

  • 34%

    Legal-Collection

    დამუშავებული აქტივების
    რაოდენობა Legal-Collection სტადიაზე